• November

    4

    2025
  • 28
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი – მთიან ყარაბაღში იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხი სახიფათოა

ნიკოლ ფაშინიანი – მთიან ყარაბაღში იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხი სახიფათოა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთიან ყარაბაღში იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხი სახიფათოა.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო ფორუმზე, „ორბელი – 2025“ -ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში საუბრობდა, რომ „თუ არ შეიცვლება ისტორიული სომხეთისა და რეალური სომხეთის აღქმა, მშვიდობა დაინგრევა“.

„ჩვენ გვინდა, მოვუაროთ მშვიდობას თუ არა? სომხეთის მთავრობისა და სომეხი ხალხის ნებაა, განაგრძოს ზრუნვა მშვიდობაზე, რომელიც ჩვენი ხელით შევქმენით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელით და ეს უნიკალურია. ეს ფასეულობა მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას, ჩვენ უნდა გადავხედოთ ბევრ შეხედულებებსა და აღქმას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული შეთანხნება მშვიდობას გაამყარებს.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, კონფლიქტი არსებითად ამოწურულია, კონფლიქტი გადაჭრილია, მაგრამ არა სოციალ-ფსიქოლოგიურ დონზე. ვერცერთი მოვლენა, რომელიც 30 ან მეტი წელი გრძელდებოდა, ერთი ხელის მოსმით ვერ გადაიჭრება, მაგრამ ეს შესაძლებელია პოლიტიკური ლიდერობით. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ისტორიის მომხმარებლები თუ შემქმნელები? ბოლო ორი წლის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შეგვიძლია, ვიყოთ ისტორიის შემქმნელები, რაც არ ნიშნავს ისტორიის დავიწყებას“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor