• November

    5

    2025
  • 37
  • 0
აშშ-ში ე.წ. შათდაუნი 36-ე დღეა, გრძელდება და ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა

აშშ-ში ე.წ. შათდაუნი 36-ე დღეა, გრძელდება და ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი 36-ე დღეა, გრძელდება და ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, 1-ლი ოქტომბრიდან გამოცხადდა. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.

„ბიბისი“-ს ცნობით, ამ დროისთვის ფედერალურ უწყებებში დასაქმებულთა ნაწილი კვლავ ანაზღაურების გარეშე მუშაობს, მილიონობით ამერიკელი კი აუცილებელი სერვისების გარეშე დარჩა.

პარალელურად, დემოკრატები და რესპუბლიკელები, რამდენიმე კვირაა, ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილებას ვერ აღწევენ.

აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს 2018- 2019 წლებში, 35 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor