
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
მაია ბითაძე – პარლამენტში კანონმდებელი თუ მიიჩნევს, რომ კლოუნადაში მონაწილეობს, მე არ მივიღებდი მონაწილეობას, ასეთი აღქმა რომ მქონდეს, შევწუხდებოდი
კანონმდებელი თუ მიიჩნევს, რომ კლოუნადაში მონაწილეობს, მე არ მივიღებდი მონაწილეობას. ასეთი აღქმა რომ მქონდეს, შევწუხდებოდი, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა პარლამენტში, სადაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.
„არ ვიცი, რა გირჩიოთ ჩვენს კოლეგებს „გირჩიდან“, საკანონმდებლო ორგანოში ხართ და კანონმდებლები ხართ, კანონმდებლობა სამართალს ეყრდნობა. სამართალი მთელ მსოფლიოში ასეთია, მთელ პლანეტაზე ასეა. რაც შეეხება კლოუნადას, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ კანონმდებელი თუ მიიჩნევს, რომ კლოუნადაში მონაწილეობს, მე არ მივიღებდი მონაწილეობას. ასეთი აღქმა რომ მქონდეს, შევწუხდებოდი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.





