• November

    5

    2025
  • 69
  • 0
ირაკლი კობახიძე – ევროპულ ბიუროკრატიაში მთავარი პრობლემა არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა დემოკრატიის პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების კუთხით, ეს უნდა შეიცვალოს

ირაკლი კობახიძე – ევროპულ ბიუროკრატიაში მთავარი პრობლემა არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა დემოკრატიის პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების კუთხით, ეს უნდა შეიცვალოს

ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში გერმანიის გავლენიანი ცენტრისტულ-მემარჯვენე დელეგაციის ხელმძღვანელის, ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კორუფციის, დემოკრატიის პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების მიმართულებით არსებობს სერიოზულ უკუსვლა და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.

„ეს მიანიშნებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს ყველაფერი არის ჯამში, კორუფცია. ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ამ მიმართულებით – კორუფციის, დემოკრატიის, პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების კუთხით. ყველა მიმართულებით ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ეს არის ჩვენი სურვილი და მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor