• November

    6

    2025
  • 31
  • 0
დონალდ ტრამპი – ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, ისეთ რაღაცებს გავუკეთებთ, რაც არ გაუხარდებათ, შესაძლოა, ახლა უკვე ამ შერცხვენილ ქვეყანაში იარაღით შევიდეთ

დონალდ ტრამპი – ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, ისეთ რაღაცებს გავუკეთებთ, რაც არ გაუხარდებათ, შესაძლოა, ახლა უკვე ამ შერცხვენილ ქვეყანაში იარაღით შევიდეთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიგერიას ყველანაირი დახმარების შეწყვეტითა და სამხედრო მოქმედებების განხორციელებით დაემუქრა.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

„ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ დაუყოვნებლივ შეწყვეტს ნიგერიისთვის ყველანაირი დახმარების მიწოდებას. ჩვენ ნიგერიას ისეთ რაღაცებს გავუკეთებთ, რაც არ გაუხარდებათ. შესაძლოა, ახლა უკვე ამ შერცხვენილ ქვეყანაში იარაღით შევიდეთ, რათა სრულად გავანადგუროთ ტერორისტები, რომლებიც საშინელ სისასტიკეს ჩადიან. ამით ვაძლევ მითითებას ჩვენს ომის დეპარტამენტს, მოემზადოს შესაძლო მოქმედებისთვის. ჩვენ თუ თავს დავესხმებით, ეს იქნება სწრაფი, სასტიკი და სასიამოვნო, ისევე როგორც ტერორისტი ბანდიტები თავს ესხმიან ჩვენს ძვირფას ქრისტიანებს. ისენი ძვირფასი, შესანიშნავი ხალხი არიან, თავი დაანებეთ მათ. გაფრთხილება: ნიგერიის მთავრობამ უნდა იმოქმედოს სწრაფად, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის. ამას თუ არ გააკეთებენ, ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდიან“, – განაცხადა ტრამპმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor