• November

    10

    2025
  • 28
  • 0
პარიზის სასამართლო ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

პარიზის სასამართლო ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

პარიზის სასამართლო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

სარკოზი 25 სექტემბერს გამოტანილი განაჩენის შემდეგ, 21 ოქტომბერს დააპატიმრეს. ყოფილმა პრეზიდენტმა ვადაზე ადრე გათავისუფლება დაუყოვნებლივ მოითხოვა.

როგორც ფრანგული მედია წერს, თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდება, სარკოზის სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ დაუყოვნებლივ შეეძლება, პარიზის ლა სანტეს ციხე დატოვოს.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 25 სექტემბერს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში.

ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა. ყოფილი პრეზიდენტი განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor