• November

    10

    2025
  • 37
  • 0
დონალდ ტუსკი – პუტინს აქვს ინსტრუმენტები, რათა დაანგრიოს ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია და ასევე ევროპა, როგორც კულტურული ფენომენი

დონალდ ტუსკი – პუტინს აქვს ინსტრუმენტები, რათა დაანგრიოს ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია და ასევე ევროპა, როგორც კულტურული ფენომენი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს აქვს ინსტრუმენტები, რათა დაანგრიოს ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია და ევროპა, როგორც კულტურული ფენომენი.

მისივე თქმით, რუსული მეხუთე კოლონის ინსტრუმენტი ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს.

პოლონეთის პრემიერის განმარტებით, ომი, რომელიც პუტინმა გამოუცხადა დასავლეთს, ასევე მიმდინარეობს ევროპული საზოგადოების შიგნით.

„არაერთხელ მივმართე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ მათთან ამ საკითხის მიტანა რთული იყო. საბედნიეროდ, ახლა ისინი ხვდებიან, რომ ჩვენი შეფასება, რომლის მიხედვითაც რუსეთი გარკვეული ფორმით ებრძვის მთელ დასავლეთს, იყო ზუსტი“, – განაცხადა ტუსკმა.

ამასთან, დონალდ ტუსკმა აღნიშნა: „უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მუდამ ყვირის, რომ ტუსკს ომი უნდა, მაგრამ ეს ომი უკვე მიმდინარეობს“.

ტუსკის თქმით, ეს ომი პოლონეთში გამოვლინდა საბოტაჟში, ხანძრების გაჩენაში, უპილოტოების გამოჩენაში, ბელარუსთან საზღვარზე შექმნილ მდგომარეობაში, საიდანაც უკანონო მიგრანტების გადაყვანა ხდება, ასევე, სულ უფრო აგრესიული კიბერთავდასხმებით.

„ასეთი შემთხვევები გახშირდება მთელ ევროპაში, რადგან ომი, რომელიც პუტინმა დასავლეთს გამოუცხადა, ასევე მიმდინარეობს ჩვენი საზოგადოებების შიგნით. პუტინს აქვს ინსტრუმენტები, რათა დაანგრიოს ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია და ასევე ევროპა, როგორც კულტურული ფენომენი“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor