• November

    11

    2025
  • 35
  • 0
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თეიმურაზ მღებრიშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, ხაინანის პროვინციას ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თეიმურაზ მღებრიშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, ხაინანის პროვინციას ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თეიმურაზ მღებრიშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რეპუბლიკაში ხაინანის პროვინციას ეწვია.

შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შალვა თადუმაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის მოადგილესთან, სიუ ძიააისთან.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამომავლო აქტივობებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაფართოვების მნიშვნელობას, მათ შორის საუკეთესო  გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სწავლებებისა და კურსების ორგანიზების მიმართულებით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა, ასევე, მიიღო კატასტროფის რისკის შემცირებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებზე გამართულ  „სარტყელისა და გზის“ 2025 წლის მინისტერიალში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor