• November

    11

    2025
  • 23
  • 0
თურქეთმა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად, საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატი Akinci გამოგზავნა

თურქეთმა სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად, საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატი Akinci გამოგზავნა

თურქეთმა საქართველოში, სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად უპილოტო საფრენი აპარატი Akinci გამოგზავნა.

როგორც სააგენტო Apa-ს თურქული ბიურო იტყობინება, უპილოტო საფრენი აპარატი სამძებრო სამუშაოებს უახლოეს საათებში შეუერთდება.

ცნობისთვის, დრონი Akinci ასევე გამოიყენებოდა 2024 წელს ირანის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor