• November

    13

    2025
  • 34
  • 0
ლევან მახაშვილი – ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს ჩორჩანის საკითხზე და სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რომელიც 19-20 ივნისის მოვლენებს ეხებოდა

ლევან მახაშვილი – ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს ჩორჩანის საკითხზე და სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რომელიც 19-20 ივნისის მოვლენებს ეხებოდა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა აღასრულონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა 19-20 ივნისის მოვლენებს.

მისივე თქმით, პოლიტიკური შეფასებებისთვის სივრცე ნაკლებია და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ჩორჩანის კომპონენტს, აქ კიდევ ერთხელ საზოგადოებამაც ბევრი რამ ნახა, ბევრი რამ მოისმინა, თავად მისგანაც მოისმინა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. სწორედ ეს მოკვლევა და განცხადებები დაედო საფუძვლად ამ პროცესს. ეს არის სამართლებრივი პროცესი და ვნახავთ პროკურატურის შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის ექსტრადირებაზეც დაისვა კითხვები. ეს სრულად პროკურატურის გადასაწყვეტია, დაველოდოთ. თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, პროკურატურა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, ოღონდ ეს მათი გადასაწყვეტია. დაველოდოთ განვითარებას“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor