• November

    13

    2025
  • 33
  • 0
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ

თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს თურქეთში დღეს გადაასვენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულებს სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ დაკრძალავენ.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკატასტროფის მიზეზს დაადგენენ შესაბამისი ჯგუფის მიერ დეტალური გამოძიების ჩატარების შედეგად.

„ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას შედეგის რაც შეიძლება მალე მისაღებად. მადლობას ვუხდით საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს ოპერატიული რეაქციისთვის და ყველა რესურსის მობილიზებისთვის ჩამოვარდნის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციისთვის“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, უწყება უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, რომ თვითმფრინავს საბრძოლო მასალები გადაჰქონდა.

„ჩვენს თვითმფრინავს გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა და მოწყობილობა თვითმფრინავების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის. საბრძოლო მასალები ბორტზე არ ყოფილა“,  – აღნიშნავენ სამინისტროში.

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor