• November

    13

    2025
  • 68
  • 0
სათანადო ადგილის მიჩენა თუ დეკორაციების დროებითი შეცვლა – რუსთავის მე-12 დაწესებულება კვლავ მასპინძლობს ძველ ,,ბინადარს”

სათანადო ადგილის მიჩენა თუ დეკორაციების დროებითი შეცვლა – რუსთავის მე-12 დაწესებულება კვლავ მასპინძლობს ძველ ,,ბინადარს”

გარკვეული დროის მანძილზე, თითქოს, ბატონი მიხეილ სააკაშვილი ,,ვივამედის” კლინიკაში ისვენებდა, სადაც, როგორც ამბობენ, ყველანაირი პირობა იყო შექმნილი იმისთვის, რომ მისი…ექსცენტრიულობა არ დათრგუნულიყო.

თუმცა, როგორც ჩანს, ამდენმა კომფორტმა და ,,სამკურნალო კურორტულმა” გარემომ შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტს ძალიან მოჰგვარა ისევ მკაცრი რეჟიმის ნოსტალგია !

ჰოდა, აი, ამ ნოსტალგიის ფონზე, უცებ, მართლაც რომ სასიამოვნო სიურპრიზი შეახვედრეს ! მკურნალმა ექიმებმა და, რა თქმა უნდა, პენიტენციურმა სამსახურმა, როგორც კი ,,დამაკმაყოფილებელი” ჯანმრთელობის მდგომარეობა დააფიქსირეს ( ალბათ, აღარ ითხოვდა ჰამაკს და პანორამულ ხედებს ) , მაშინვე მიიღეს ჰუმანური გადაწყვეტილება დაებრუნებინათ იგი მშობლიურ კედლებში, სადაც ყველაფერი ნაცნობია, თბილი და, რაც მთავარია, ,,სამკურნალო” – პენიტენციური !

ამგვარად, რუსთავის მე-12 დაწესებულება კვლავ მასპინძლობს ძველ ,,ბინადარს”, რომელიც საავადმყოფოს სიმშვიდის შემდეგ, ალბათ, ცოტა ხმაურსა და დრაივს იყო მოწყურებული.

როგორც ამბობენ, კლინიკა ,,ვივამედი” მართლაც რომ სერიოზულ კონკურენციას უწევდა პენიტენციურ სისტემას – დასვენებისა და რეჟიმის შერწყმით, მაგრამ ბოლოს მაინც კლასიკამ გაიმარჯვა !

რუსთავის ციხემ, გულში ჩაიკრა უკან მობრუნებული, უკვე განკურნებული ( თუ უბრალოდ გადანაცვლებული ) პაციენტი, და იმედია, ახლა უკვე ,,საავადმყოფო-ციხე-საავადმყოფო” მარშრუტი აღარ იქნება ასეთი ხშირი.

ერთადერთი რითაც მინდა დავასრულო მე – 12 დაწესებულების დირექტორსა და ჩვენი დიდი ხნის მეგობარს, პოლკოვნიკ ზურა მოდებაძეს მივულოცოთ მიხა კინდერ სურპრიზის მის დაწესებულებაში ჩაყვანა….როგორც ძველები ამბობდნენ – ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალიღა ეკლდაო…ასეა სწორედ საქმე მე -12 სპეც-ზონაში.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor