• November

    18

    2025
  • 40
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელაზე დარტყმების დაწყების გადაწყვეტილების განხილვისას ნიკოლას მადუროსთან პირდაპირ საუბარს გამართავს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელაზე დარტყმების დაწყების გადაწყვეტილების განხილვისას ნიკოლას მადუროსთან პირდაპირ საუბარს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელაზე დარტყმების დაწყების გადაწყვეტილების განხილვისას ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან პირდაპირ საუბარს გამართავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა აშშ-ის ჯარების ვენესუელაში გაგზავნას, ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელასთან დაკავშირებით არაფერს გამორიცხავს.

„არაფერს გამოვრიცხავ. დიახ, ალბათ, მას დაველაპარაკები. მან ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიაყენა, ძირითადად ნარკოტიკების გამო. ის შეერთებული შტატებისთვის კარგი არ ყოფილა. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ მე მას დაველაპარაკები“, – განაცხადა ტრამპმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor