• November

    18

    2025
  • 97
  • 0
მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი ინტერესი იყო, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტები განხორციელებულიყო ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ განვითარდა და აქედან სახელმწიფოს მიეღო მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი ინტერესი იყო, რომ „იგლ ჰილსის“ პროექტები განხორციელებულიყო ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ განვითარდა და აქედან სახელმწიფოს მიეღო მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი

არის კითხვები, თუ რატომ შეირჩა კრწანისისა და გონიოს ტერიტორია „იგლ ჰილსის“ პროექტისთვის. სახელმწიფოს ინტერესი იყო, შემოგვეყვანა ეს ინვესტორი, ბევრი შეთავაზება გაკეთდა, ბევრი ალტერნატიული ტერიტორია იყო, მაგრამ ამ ორ, დიდი ზომის  ტერიტორიას, რომლებიც მრავალი წელია, ვერ განვითარდა, ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია სჭირდება. ბუნებრივია, ჩვენი ინტერესი იყო, რომ ასეთ ტერიტორიაზე შესულიყო ინვესტორი, რომელსაც ასეთი რთული პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს; მეორე მხრივ, მათ შეუძლიათ ფინანსურად სრული უზრუნველყოფა და მესამე – ეს უნდა ყოფილიყო პროექტები, რომლებიც ღირებულებას მოუტანდა ჩვენს ეკონომიკას, მის კონკრეტულ სექტორებს და შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო მოცულობის საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას, რომლებიც თბილისსა და გონიოში უნდა განხორციელდეს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ინვესტორთან მოლაპარაკება, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტის დროს და ამ დელეგაციის წევრი იყო მოჰამედ ალაბარიც, რომელიც კომპანია „იგლ ჰილსის“ მფლობელია.

„ამ ვიზიტის ფარგლებში მოხდა ყველა საკვანძო საკითხზე შეჯერება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდაზე – ეს არის მუდმივი სამუშაო პროცესი, როდესაც საერთაშორისო ინვესტორებთან, ადგილობრივ ინვესტორებთან ვმუშაობთ, ხდება გარკვეული ტერიტორიების პრივატიზება ან სხვადასხვა ფორმით გადაცემა იმისთვის, რომ სხვადასხვა სახის პროექტები განხორციელდეს. ეს შეიძლება იყოს დეველოპერული სექტორი, ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი ან სექტორი, რომელიც საპორტო ინფრასტრუქტურას განავითარებს და ა.შ. ეს არის სტანდარტული სამუშაო პროცესი“, – აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ინვესტიციის მოცულობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, სახელწიფოს როლია, სწორი ადგილი მოიძიოს, როდესაც საუბარია სახელწიფოს მფლობელობაში არსებულ მიწებზე და შემდეგ გარკვეული პირობებით ინვესტორთან ისაუბროს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor