• November

    24

    2025
  • 55
  • 0
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ხ. და ყაზახეთის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა.ვ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ გ.ხ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული 10.47 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და 40 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორი.

„ბრალდებულ გ.ხ.-ს განმარტებით, მას ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს“ სარეალიზაციოდ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ვ. აწვდიდა, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 43 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor