• November

    24

    2025
  • 57
  • 0
შსს-ს ცნობით, პოლიციამ ძებნილი პირი აჭარაში დააკავა

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ძებნილი პირი აჭარაში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი პირი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული დ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ის აღნიშნული დანაშაულისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან იძებნებოდა.

პოლიციამ დ.ქ. ბათუმში დააკავა. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor