• November

    24

    2025
  • 41
  • 0
რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხის გამო ემანუელ მაკრონმა, შესაძლოა, 27 ნოემბერს ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შემოღების შესახებ განაცხადოს

რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხის გამო ემანუელ მაკრონმა, შესაძლოა, 27 ნოემბერს ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შემოღების შესახებ განაცხადოს

რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხის გამო საფრანგეთმა, შესაძლოა, ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური შემოიღოს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ლე ფიაგრო“ წერს.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამის შესახებ ოფიციალურად, სავარაუდოდ, 27 ნოემბერს გამოაცხადებს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ინიციატივაზე მუშაობა, რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.

„ლე ფიგარო“ აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს იდეა პირველად 13 ივლისს, სამხედრო მეთაურების წინაშე გამოსვლისას ახსენა. მედიის ცნობით, მთავრობა რამდენიმე სცენარს განიხილავს. გეგმა წელიწადში 10 000-დან 50 000-მდე მოხალისის გაწვევას ითვალისწინებს. სამსახური, შეიძლება, ათი თვე გაგრძელდეს და მონაწილეები თვეში რამდენიმე ასეული ევროს ფულად კომპენსაციას მიიღებენ.

მაკრონი რეფორმის აუცილებლობას იმით ამტკიცებს, რომ ევროპა „რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის“ წინაშე დგას, ამიტომ სახელმწიფომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად უნდა შეძლოს ჯარების მობილიზაცია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor