• November

    24

    2025
  • 46
  • 0
„დეილი ექსპრესი“ – აზერბაიჯანი საიდუმლოდ ყიდის უკრაინაში „სუ 22“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს

„დეილი ექსპრესი“ – აზერბაიჯანი საიდუმლოდ ყიდის უკრაინაში „სუ 22“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს

აზერბაიჯანი საიდუმლოდ ყიდის უკრაინაში „სუ 22“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი ექსპრესი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაქო უკრაინაში „სუ-22“-ებს თურქეთის, სუდანისა და გერმანიის გავლით გამავალი საიდუმლო ლოგისტიკური ჯაჭვის მეშვეობით აგზავნის.

გამოცემის თანახმად, აზერბაიჯანი ასევე ამარაგებს უკრაინას გაზით ტრანსბალკანური მილსადენის მეშვეობით, რომელიც ოდესღაც რუსეთის მიერ დომინირებული მარშრუტი იყო.

„აზერბაიჯანს საბჭოთა და რუსული წარმოების იარაღის დიდი მარაგი აქვს, რომლის უკრაინაში გაყიდვაც შეუძლია. არსენალი მოიცავს საარტილერიო სისტემებს, მრავალჯერად გამშვებ სარაკეტო სისტემებს (MLRS), ჯავშანტექნიკას და ტანკებს. ბაქო ასევე ფლობს რამდენიმე Tochka-U ტიპის მოკლე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტას, რომელსაც ამჟამად უფრო მოწინავე ისრაელის პლატფორმები ემატება“, – წერს გამოცემა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor