• November

    24

    2025
  • 167
  • 0
უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ დასრულდა

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ დასრულდა

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა დაჯილდოებით დასრულდა. დახურვის ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების ოფიცერთა კორპუსი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. „დიდგორი 2025“-ის ხელმძღვანელმა – თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა სწავლება დადებითად შეაფასა და მონაწილეებს სწავლების წარმატებით აღსრულებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე სწავლებაში მონაწილე უწყებების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები მედლებით, საპატიო დაფებით, კოინებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

სწავლება საშტაბო და საველე კომპონენტებს მოიცავდა. გარემოებები წინასწარ განსაზღვრული იმიტირებული სცენარის მიხედვით ვითარდებოდა. საშტაბო კომპონენტი კრწანისში მდებარე სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში იყო განთავსებული, საიდანაც სწავლების მონაწილეები საველე კომპონენტის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ. „დიდგორის“ სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელმაც, კომპეტენციის ფარგლებში, იმიტირებული სცენარის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებული ისეთი ღონისძიებები გაათამაშა, როგორიცაა რეზერვის შეტყობინება, გამოძახება და თავშეყრის პუნქტებამდე მიყვანა.

სწავლება „დიდგორი 2025“ მიზნად ისახავდა კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. „დიდგორი 2025“-ში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზე იყო გაშლილი, სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor