• November

    24

    2025
  • 83
  • 0
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პრემიერის მიერ გავრცელებული განცხადება, რაზეც მოსარჩელე დაობდა, გაკეთებული იყო პოლიტიკური დებატებისას, რაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

მზია ამაღლობელის უფლებადამცველებმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართეს, სადაც მზია ამაღლობელმა ირაკლი კობახიძისგან მოითხოვა უარყოფა ტელეკომპანია „იმედსა“ და „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში გაკეთებული განცხადებების, სადაც, ადვოკატების თქმით, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თითქოს, მზია ამაღლობელი „დაკვეთით“ მოქმედებდა. მოსარჩელე მხარის თქმით, განცხადება იყო ცილისმწამებლური.

მოსარჩელე მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor