
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ განაცხადა
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დრონებმა დაარღვია.
მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინაზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად სავარაუდოდ ერთი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის ტერიტორიაზე შევიდა.
რუმინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 25 ნოემბრის დილით რუმინეთის რადარებმა დააფიქსირეს სამიზნე, რომელიც მოძრაობდა რუმინეთის საჰაერო სივრცისკენ ტულჩის რაიონის მახლობლად, რის შემდეგაც ქვეყნის საჰაერო სივრცე გადმოკვეთა.
მოგვიანებით რადიოლოკაციურმა სისტემებმა საჰარო სივრცეში მეორე ობიექტის შეჭრა დააფიქსირეს გალაცის რაიონში. საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ სიტუაციის მონიტორინგისთვის რუმინეთმა „ეფ-16“-ის და Eurofighter Typhoon-ის თვითმფრინავები აამოქმედა .
რუმინეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის.





