• November

    25

    2025
  • 57
  • 0
რუსეთის კრასნოდარის მხარეში და როსტოვის ოლქში უკრაინის უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

რუსეთის კრასნოდარის მხარეში და როსტოვის ოლქში უკრაინის უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

რუსეთის კრასნოდარის მხარეში და როსტოვის ოლქში უკრაინის უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.

ყველა მათგანი ქალაქ ტაგანროგისა და ნეკლინოვსკის რაიონის მკვიდრია.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქალაქში დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი და ერთი კერძო სახლი, მექანიკური კოლეჯი, ორი სამრეწველო ქარხანა და საბავშვო ბაღი. ამ შენობების საზღვრებში გამოცხადდა ადგილობრივი საგანგებო მდგომარეობა, სადაც სპეციალური ჯგუფი მუშაობს.

სოფელ პეტრუშინოსა და სოფელ ვესელო-ვოზნესენკაში ორი კერძო სახლი დაზიანდა: ერთში ხანძარი გაჩნდა, ხოლო მეორეში გარე გაზსადენი დაზიანდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით როსტოვის ოლქის თავზე 16 დრონი ჩამოაგდეს.

თავდასხმის სამიზნე გახდა ქალაქი ნოვოროსიისკი, სადაც ხუთი მრავალსართულიანი და ორი კერძო სახლი დაზიანდა.

კრასნოდარის ცენტრში, მაღალსართულიანი შენობის მახლობლად დრონის ფრაგმენტები იპოვეს. სამი შენობის ფანჯრები დაზიანებულია.

ტუაფსეში, დრონის დარტყმის შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულებს შორის იყო ახლომდებარე ოფისის დაცვის თანამშრომელი, რომელიც ნამსხვრევებით დაიჭრა.

გელენჯიკში ორი კერძო სახლი დაზიანდა. დაშავდა მამაკაცი, რომელიც დარტყმის დროს გარეთ იმყოფებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რეგიონში, სულ 76 დრონი ჩამოაგდეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor