• November

    27

    2025
  • 70
  • 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლთან ორი ჯარისკაცი ავღანეთის მოქალაქემ დაჭრა, ასევე, ქვეყანაში შესული ავღანეთის ყველა მოქალაქის ხელახალი შემოწმება მოითხოვა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლთან ორი ჯარისკაცი ავღანეთის მოქალაქემ დაჭრა, ასევე, ქვეყანაში შესული ავღანეთის ყველა მოქალაქის ხელახალი შემოწმება მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცის დაჭრის შემდეგ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ავღანეთის მოქალაქეა და ავღანეთიდან შემოსული ყველა ემიგრანტის შემოწმება მოითხოვა.

დონალდ ტრამპმა თავდასხმა „ბოროტების, სიძულვილის და ტერორისტულ აქტად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ „ეს იყო დანაშაული ერის, კაცობრიობის წინააღმდეგ“.

„როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, უზრუნველვყო, რომ ამ სისასტიკის ჩამდენმა ცხოველმა ყველაზე მძიმე სასჯელი მიიღოს“, – აღნიშნა დონალდ ტრაპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი უცხოელია, რომელიც ავღანეთიდან შევიდა 2021 წლის სექტემბერში.

„ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, ვინც ბაიდენის დროს ავღანეთიდან შემოვიდა ქვეყანაში. უნდა მივიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა გავაძევოთ ნებისმიერი უცხოელი, რომელთა ადგილიც აქ არ არის ან არ მოაქვს სარგებელი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, მისი განცხადებით, სამხედრო დეპარტამენტს დაავალა დედაქალაქის დასაცავად დამატებით 500 ჯარისკაცის მობილიზება.

ცნობისთვის, თეთრ სახლთან ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, კაშ პატელის თქმით, დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა კრიტიკულია. ამასთან, ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლმა, ჯეფრი კეროლმა თქვა, რომ დაჭრილია ეჭვმიტანილიც და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სროლის დროს ფლორიდაში იმყოფებოდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor