• September

    10

    2023
  • 69
  • 0
სახალხო დამცველმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისები დაათვალიერა

სახალხო დამცველმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისები დაათვალიერა

სახალხო დამცველმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოზურგეთისა და სოფელ მერიის საცხოვრისების ძირითად პრობლემას გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენს, წვიმის შედეგად იტბორება სარდაფები, დაზიანებული ფასადების გამო ინესტება საცხოვრებელი ოთახები, სადაც ასთმით დაავადებული მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ.

„საცხოვრისებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც ცხოვრობენ, თუმცა შენობის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრი არ არის ადაპტირებული მათთვის.

ოზურგეთის საცხოვრისში წლებია უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ ომის ვეტერანები, ხანდაზმულები, საბუთების არ მქონე პირები, რომლებიც ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სერვისებით.

სახალხო დამცველს შეფასებით სოციალური საცხოვრისების საკითხი მწვავედ დგას ჩვენ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს დროული რეაგირება აღნიშნულ გამოწვევაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor