პარიზში პალესტინის მხარდამჭერ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
„ჩვენ გვჭირდება დემონსტრაცია პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებიც იღუპებიან პალესტინაში“, – აღნიშნავს აქციის მონაწილე.
მედიის ინფორმაციით, აქცია მოგვიანებით პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა დემონსტრაციის დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენეს.