• December

    5

    2025
  • 109
  • 0
სდსს-ის შემადგენლობა „დიდგორი 2025“-ის წვრთნებში მონაწილეობდა

სდსს-ის შემადგენლობა „დიდგორი 2025“-ის წვრთნებში მონაწილეობდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებმა უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“-ში მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული სწავლება, რომელიც წინასწარ განსაზღვრული იმიტირებული სცენარების მიხედვით ვითარდებოდა, მიზნად ისახავდა კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. „დიდგორი 2025“ საშტაბო და საველე კომპონენტებს მოიცავდა . სწავლებაში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეები ჩართულები იყვნენ როგორც საშტაბო, ისე სდსს-ის სამუშაო სპეციფიკის საველე კომპონენტების განხორციელებაში.

დახურვის ღონისძიება, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, მონაწილეების დაჯილდოებით დასრულდა.

ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ავრცელებს.

მოამზადა ქეთი ხომერიკმა

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor