• December

    6

    2025
  • 37
  • 0
ირაკლი კობახიძე – გამოძიებამ უტყუარად დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია

ირაკლი კობახიძე – გამოძიებამ უტყუარად დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია

ხუთი დღის განმავლობაში, საზოგადოება თვალს ადევნებდა უცხოური სპეცსამსახურების მიერ წინასწარ დაგეგმილ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის შერყევა და საქართველოს რეპუტაციის დაზიანება იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ანტიქართულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოდიოზური სუბიექტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„ქვეყნის შიგნით ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ „ჩვეული ეჭვმიტანილები“, ანუ უცხოური აგენტურა რადიკალური პარტიების, რადიკალური მედიასაშუალებების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალი პოლიტიკური აქტივისტების სახით. ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც მთლიანად თითიდან გამოწოვილ ყალბ ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზე იყო აწყობილი, იქცა ხელოვნურ საბაბად პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახალი, ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ და ცრუ ბრალდებებით, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ხელოვნურად აჟიოტაჟი გამოეწვიათ. ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი არაერთ, დადასტურებულად ტყუილ ბრალდებას შეიცავდა, რომელთაგანაც ყველაზე მგრძნობიარე ბრალდება აკრძალული  ქიმიური ნივთიერება – „კამიტის“ თითქოსდა გამოყენებას უკავშირდებოდა. ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ნივთიერება საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია. გარდა ამისა, გამოძიებამ უტყუარად დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია,“- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, უწყების გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული ანივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. სუს-ის განცხადებით, შსს-ს „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ არასდროს შეუძენია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor