• December

    6

    2025
  • 54
  • 0
ირაკლი კობახიძე – საპნის ბუშტივით გასკდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობა, ელემენტარული ფაქტები სადაც არ გიმაგრებს ზურგს, ხელოვნურად აჟიოტაჟს ვერ შექმნი

ირაკლი კობახიძე – საპნის ბუშტივით გასკდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობა, ელემენტარული ფაქტები სადაც არ გიმაგრებს ზურგს, ხელოვნურად აჟიოტაჟს ვერ შექმნი

იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც BBC-ის რეპორტაჟის შემდეგ დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, ეს სპეცოპერაცია ვერ შედგა.

„რეალურად, ეს იყო კოორდინირებული სპეცოპერაცია. აქედან გამომდინარე, არავის უკვირს ეს გამოხმაურებები. რა თქმა უნდა, ეს არის კოორდინირებული სპეცოპერაციის შემადგენელი ნაწილი, თუმცა 5 დღეში უკვე ყველაფერი გასკდა საპნის ბუშტივით. აქედან გამომდინარე, ეფექტი ამ ყველაფერს ვერ ექნება, იმდენად დღესავით ნათელია ყველაფერი, არის გამოძიების მასალები, არის დოკუმენტაცია, მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით, მიმართვიანობის სტატისტიკა.

9 აპრილის შემდეგ, როდესაც გამოყენებულ იქნა აკრძალული ნივთიერებები, სავსე იყო საავადმყოფოები და პოლიკლინიკები მოწამლული ადამიანებით და მკურნალობას სჭირდებოდა, ხშირად, თვეზე მეტი. ეს იყო რეალური ვითარება. აქ, მიმართვიანობაც კი არ არსებობს. ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე ფასი ჰქონდეს ამ ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებას. ვერავითარი ფასი ვერ ექნება. იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან. რეალურად, ეს სპეცოპერაცია, საბოლოო ჯამში, ვერ შედგა. ზუსტად ისევე ჩაიშალა ეს სპეცოპერაცია, როგორც თავის დროზე ჩაიშალა სააკაშვილის ე.წ. მოწამვლის სპეცოპერაცია. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს საერთოდ არაფრიდან. 27 ელჩის დემარში იუსტიციის მინისტრთან, ესეც გახსოვთ. ამაზე იაფფასიანი იყო ის სპეცოპერაცია, რომელიც ვიხილეთ BBC-ის და შემდეგ ადგილობრივი სუბიექტების და ზოგიერთი საერთაშორისო სუბიექტის შესრულებით. სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი. ეს არის სწორედ გამოხატული იმ პროცესებში, რომლებიც გაგრძელდა ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor