• December

    7

    2025
  • 109
  • 0
ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში „ერთი დღე ჯარში” გაიმართა

ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში „ერთი დღე ჯარში” გაიმართა

პროექტი „ერთი დღე ჯარში“ თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად იმართება. ამჯერად, ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადას თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები ესტუმრნენ. სამხედრო ქვედანაყოფში ასევე იმყოფებოდნენ მოსწავლეები თბილისის 143-ე, 79-ე, 140-ე და 26-ე საჯარო სკოლებიდან, სადაც ისწავლება საგანი „სამხედრო საქმე“.

მოსწავლეებმა სამხედრო ბაზაზე სტუმრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალთან პატივის მიგებით დაიწყეს, რის შემდეგაც ქვედანაყოფის შექმნის ისტორიას გაეცნენ. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს. ისინი ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ.

პროექტის მიზანს ახალგაზრდა თაობაში თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor