• December

    8

    2025
  • 49
  • 0
აშშ-ის კანონმდებლებმა წარმოადგინეს თავდაცვის პოლიტიკის კანონპროექტის საბოლოო ტექსტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების ხარჯებს მოიცავს

აშშ-ის კანონმდებლებმა წარმოადგინეს თავდაცვის პოლიტიკის კანონპროექტის საბოლოო ტექსტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების ხარჯებს მოიცავს

აშშ-ის კანონმდებლებმა წარმოადგინეს თავდაცვის პოლიტიკის კანონპროექტის საბოლოო ტექსტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების ხარჯებს მოიცავს.

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, კანონპროექტი მომავალ წელს ეროვნული თავდაცვისთვის 901 მილიარდ დოლარს გამოყოფს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მოთხოვნა რვა მილიარდი დოლარით აღემატება თეთრი სახლის მიერ დასახელებულ თანხას. კანონპროექტში საუბარია უკრაინაზეც.

ოფიციალური კიევის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის დაფინანსება წელიწადში 400 მილიონი დოლარით არის განსაზღვრული. კანონპროექტი ასევე ცვლის აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო კონკურენციის ხასიათს ჩინეთთან ახალი საინვესტიციო შეზღუდვების შემოღებით, პენტაგონის მიწოდების ჯაჭვებში გარკვეული ჩინური ტექნოლოგიების გამოყენების აკრძალვით და დიპლომატიური და სადაზვერვო ძალისხმევის გაფართოებით.

მედიის ცნობით, წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს უახლოეს დღეებში უყრის კენჭს, შემდეგ კი ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor