• December

    8

    2025
  • 48
  • 0
ლევან მახაშვილი – ნატო-ს გაფართოების კარი მრავალი წელია, დახურულია, აშშ-ის აღიარებითაც, ალიანსი აღარ იქნება გაფართოების მოდუსში

ლევან მახაშვილი – ნატო-ს გაფართოების კარი მრავალი წელია, დახურულია, აშშ-ის აღიარებითაც, ალიანსი აღარ იქნება გაფართოების მოდუსში

აშშ-ის აღიარებითაც, ნატო აღარ იქნება გაფართოების მოდუსში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, „ეს ახალი არ არის, მრავალი წელი, ეს ტენდენცია მიდიოდა“.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის დოკუმენტმა აღიარა, რომ ალბათ, ნატო-ს შემდგომ გაფართოებას წერტილი აქვს დასმული.

„ყოველ შემთხვევაში, აღმოსავლეთით მრავალი წელი აღარ გაფართოვდება. ეს მნიშვნელოვანი დასკვნაა, რითაც ჩვენც უნდა ვიხელმძღვანელოთ. სწორედ იმას ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, უსაფრთხოების პრობლემების დროს არც ევროპაში, არც ნატო-ში არავინ აპირებს, საქართველოს ომის შემთხვევაში, აქ შემოსვლას. ჩვენი ფრთხილი და რაციონალური ნაბიჯები სწორედ ამიტომ იყო, რადგან ვაცნობიერებდით რა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი აიღო ნატო-ზე, როგორც მუდმივად გაფართოებად ორგანიზაციაზე. ამ დოკუმენტიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ვთქვათ, რომ სამყარო რეალისტურ გარემოშია, სადაც დიდ სახელმწიფოებს შორის თამაშში მიდის და გავლენების მოპოვებისთვის ბრძოლაა. ამ ბრძოლაში, ამ გადანაწილებიდან ჩვენი ქვეყანა ნაკლები ზიანით უნდა გამოვიდეს. სამწუხაროდ, ნატო-ს გაფართოების კარი მრავალი წელია, დახურულია. რაც გვესმის, მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, გამხნევება მხოლოდ სიტყვების დონეზე, თუმცა პრაქტიკაში, სამწუხაროდ, დიდი ხანია, ნატო-ს კარი დაკეტილია. ყოველ შემთხვევაში, აღმოსავლეთ ნაწილში დაკეტილია. ამ დოკუმენტმა ეს აღიარება ფორმალურად გააფორმა“,- აღნიშნა მახაშვილმა.

მისივე თქმით, ნატო ამერიკის გარეშე არაფერს წარმოადგენს, როგორც უსაფრთხოების გარანტორი და ორგანიზაცია.

„ამერიკის სიტყვა გადამწყვეტია ნატო-ს მომავლის თაობაზე, თუმცა ამერიკა მხოლოდ ერთადერთი არ არის, რომელიც ნატო-ს გაფართოებას სკეპტიკურად უყურებს. ამიტომ, ამერიკის პოზიციებს ყურადღებით უნდა ვუყუროთ. დონალდ ტრამპის განცხადებები მხოლოდ მისი არ არის, ეს განწყობა ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში დიდი ხანია, არის. ამერიკის მთავარი ოპონენტი ჩინეთია, სხვა მსხვილი აქტორები და დაახლოებით 15 წელია, რაც ამერიკის ყურადღება სხვა რეგიონებზე გადადის. სამწუხაროა, მაგრამ დიდი ხანია, ნატო-ს გაფართოების კარი დახურულია. ჩვენ, როცა ჩვენს უსაფრთხოებას ვგეგმავთ, ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში. ეს არ ნიშნავს, რომ თვითგვემას უნდა მივეცეთ. საკითხს პრაქტიკულად, ცივილურად და რაციონალურად უნდა მივუდგეთ და გადაწყვეტილებები ასე მივიღოთ“,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით, ევროპაში უნდა დასრულდეს ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor