• December

    8

    2025
  • 46
  • 0
ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. მოსამართლემ საქმეზე დაკავებული პირები – ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ცოლისძმა ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

„პროკურატურა, დასაკნინებლად არ ვამბობ ამას, მაგრამ შაბლონური განმარტებებით ხელმძღვანელობს. არსებითად რა შეიცვალა? დაცვის მხარე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც ასეა. ყოველდღიური რეაბილიტაცია მჭირდება. ეს ვერ ხერხდება პენიტენციურ დაწესებულებაში. ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეიძლება შეეხებოდეს ძალადობრივ დანაშაულს და ჩვენს შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი ყველაზე მკაცრი აღკვეთის ზომა. საქმეში შეიცვალა ის, რომ მტკიცებულებები ვერ გასცდა ირიბ და დაუდასტურებელ მტკიცებულებებს, აქამდე მათ ჰქონდათ დრო, მტკიცებულებები მოეგროვებინათ. არსებითად შეიცვალა ის, რომ პროკურატურამ ვერ მოიპოვა ვერცერთი მტკიცებულება. მორალური თვალსაზრისით, მინდა, გითხრათ, რომ მე მყავს მცირეწლოვანი შვილი, რვა შვილი მყავს და კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor