• December

    17

    2025
  • 1672
  • 0
ექსკლუზივი : ანზორ ჩუბინიძე პოსტს საკუთარი სურვილით ტოვებს ?

ექსკლუზივი : ანზორ ჩუბინიძე პოსტს საკუთარი სურვილით ტოვებს ?

,,GEO NEWS” მაღალი რანგის ძალოვანმა წყარომ მიაწოდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ,,ქართული ოცნების” სახელისუფლებო ვერტიკალის გამორჩეული გენერალი, სდსს-ის ხელმძღვანელი, ბატონი ანზორ ჩუბინიძე საკუთარ პოსტს მაღალი ალბათობით შემდეგი წლის დასაწყისში დატოვებს. 

როგორც ჩვენს მკითხველს მოეხსენება, ბატონი ანზორ ჩუბინიძე ,,უკანასკნელი მოჰიკანია” იმ პირველი გუნდიდან, რომლითაც ეპოქის შემქმნელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში. 

გენერალი ჩუბინიძე ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს სიყვარულით, მაღალი პროფესიონალიზმით, პირადი პატიოსნებითა და სამშობლოსადმი ღირსეული მსახურებით, რაც მან ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ისეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობით დაამტკიცა, სადაც არა მარტო პროფესიონალიზმი, მასშტაბური ხედვა და ყოველდღიური შრომა გჭირდება, არამედ აუცილებელია, პირადი ერთგულება და ადამიანური ღირსება შენი გამოკვეთილი თვისება იყოს. 

ბატონ ანზორს გამოკვეთილად უყვარს საკუთარი სამშობლო და მის უანგარო მსახურებაშია ჩამდგარი.

ჩვენი წყაროს მტკიცებით, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალი ჩუბინიძე იაზრებს, რომ ნებისმიერი სამსახურის წინსვლასა და განვითარებაში არსებობს პიროვნული ზღვარი, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია და რაოდენ წარმატებული ხელმძღვანელიც არ უნდა იყო, მაინც დგება მომენტი, როდესაც საჭირო ხდება საკადრო ცვლილებები და ახალი სისხლი, რამეთუ პროცესებმა უწყვეტი ევოლუციური განვითარება შესძლონ.

რა თქმა უნდა, ბატონი გენერალი საკუთარი უნარითა და პოტენციალით სიცოცხლის ბოლომდე ჩვენი სამშობლოს მსახურებაში დაიხარჯება. მისი გამოცდილება და ავტორიტეტი, ნაზიარები მის ღირსებასთან მშვენივრად გვაჩვენებს იმ წონას, რომელიც მას საქართველოს საზოგადოებრივ ასპარესზე აქვს და მუდამ ექნება.

,,GEO NEWS” დარწმუნებულია, რომ ბატონი ანზორის პოტენციალი სამშობლოსა და ,,ქართული ოცნების” გუნდის, ისევე როგორც მისი საპატიო თავჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის უანგარო და მუდმივ მსახურებაში, მომავალშიც ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც აქამდე იყო.

შესაბამისად, ბატონი ჩუბინიძე, როგორც ჩვენი ქვეყნის ღირსეული პატრიოტი კვლავაც ქვეყნის სამსახურში რჩება, იქნება ეს სახელისუფლებო პოზიცია, თუ საქმიანობის არასაჯარო სფერო. 

ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მომავალში ბატონ გენერალს და დარწმუნებული ვართ, რომ შემდგომშიც ისეთივე სამაგალითო და ღირსეული პიროვნება იქნება, როგორიც დღეს არის ჩვენი სამშობლოს მოყვარეთა სასიხარულოდ და მტრების შესაშინებლად. 

დაბოლოს, წყაროს ინფორმაციით, გენერალ-ლეიტენანტის, ანზორ ჩუბინიძის პოზიციას მისი მოადგილე, გენერალ-მაიორი, გიორგი ხადური დაიკავებს, რომელსაც ასევე გამორჩეული ბიოგრაფია, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი ახასიათებს. 

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor