
ექსკლუზივი : გეკა გელაძე იანვრიდან სამინისტროს შიდა სისტემურ გადახალისებას იწყებს ?
საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ შსს ქვეყნის მდგრადობასა და სტაბილურობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. შესაბამისად, 30 ათასზე მეტი პოლიციელი ყოველდღიურად თავდაუზოგავად შრომობს და დგას სამშობლოს სადარაჯოზე. რა თქმა უნდა, ასეთი მოცულობის და სიმრავლის ფონზე, გასაკვირი არავისთვისაა, რომ ზოგიერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შესაძლოა, ძველი გადმონაშთები, ან რენეგატები იყვნენ მოკალათებულნი.
მინიტრმა, ბატონმა გეკა გელაძემ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, საკუთარი ეფექტურობა გვაჩვენა, მათ შორის სამართალდამცავთა საქმიანობის ისეთ რთულ მონაკვეთზე, როგორიცაა ნარკოტიკის მასიური გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა და ასევე ორგანიზებული დანაშაულის სხვადასხვა მიმართულებები.
სადღეისოდ, ჩვენი კომპეტენტური ძალოვანი წყაროს ინფორმაციით, დღის წესრიგშია დაწყებული საკადრო გადაადგილებების და სისტემის უღირსი თანამშრომლებისგან გაწმენდის უკვე მიმდინარე პროცესის მნიშვნელოვანი ფაზის დასრულება, რაც იანვარში იგეგმება.
ამ სახის შიდა სანაციის აუცილებლობა იქმნება შსს-ის წარმატებული საქმიანობის, ძლიერი მენეჯმენტისა და შედეგზე ორიენტირებული ოპერაციების ერთობლივი წარმატებისათვის.
,,GEO NEWS” დარწმუნებულია, რომ მინისტრის ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობა ისეთივე მრავალმხრივი და შედეგზე ორიენტირებული იქნება, როგორც ეს აქამდე იყო.
ჩვენ, ჩვენის მხრივ, ვიზიარებთ მინისტრის ძლიერ კურსს სამინისტროს ეფექტურობის გაზრდისა და შედეგიანი მენეჯმენტის უზრუნველყოფის თვალსაზრისით – სათანადოდ ამ დიდ მამულიშვილურ საქმეში მის თანამდგომად მიგვაჩნია თავი.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”




