• December

    23

    2025
  • 26
  • 0
კახა კალაძე – რაიონები ისე უნდა განვითარდეს, რომ მოქალაქეებს ყველაფერი ჰქონდეთ ადგილზე, სკოლა, ბაღი, თეატრი, კულტურული დაწესებულებები

კახა კალაძე – რაიონები ისე უნდა განვითარდეს, რომ მოქალაქეებს ყველაფერი ჰქონდეთ ადგილზე, სკოლა, ბაღი, თეატრი, კულტურული დაწესებულებები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმის შიშით, რომ მშენებლობები კონკრეტულ უბნებს გადატვირთავს, ქალაქის განვითარების შეჩერება და მშენებლობების აკრძალვა არასწორია.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რაიონები ისე უნდა განვითარდეს, რომ მოქალაქეებს ყველაფერი ჰქონდეთ ადგილზე, სკოლა, ბაღი, თეატრი, კულტურული დაწესებულებები.

„ქალაქის განვითარება შევაჩეროთ იმის შიშით, რომ მშენებლობები კონკრეტულ უბნებს გადატვირთავს, ვფიქრობ, არასწორია. დიდ დიღომში ბევრი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, ერთ-ერთი განვითარებადი უბანია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს რაიონების განსავითარებლად ისე, რომ მცხოვრებლებს არ მოუხდეთ გასვლა – ყველაფერი უნდა ჰქონდეთ ადგილზე: სკოლა, ბაღი, თეატრი, კულტურული სახლები, სამსახური და ა.შ. რა თქმა უნდა, 100%-ით ეს ვერ იქნება შესრულებული, რადგან სამსახურები სხვადასხვა მიმართულებით აქვთ, მაგრამ სხვა დანარჩენი სრულად შესაძლებელია. თბილისის გენგეგმის ჯგუფისგან სწორედ ეს მითითებაა, რომ ყველა რაიონი ისე განვითარდეს, რომ მოსახლეობას ადგილზე ჰქონდა ყველა შესაძლებლობა. ტრამვაი მოგვცემს საშუალებას, რომგავაადვილოთ გადაადგილება, შესვლა-გამოსვლა დიდი დიღმიდან. საკმაოდ საინტერესო პროექტი იქნება. როგორც იცით, პროექტის განხორციელებას ვფიქრობთ აღმაშენებლის ხეივნის შუა ნაწილში, სადაც ტრამვაისთან ერთად სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ავტობუსები და მიკროავტობუსები გადაადგილდებიან, რაც აღმაშენებლის ხეივანში გადატვირთულ მოძრაობას შეამსუბუქებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სტატისტიკაც მოიყვანა, რომლის თანახმად, 2012 წელს, თბილისში, დაახლოებით, 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კი ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი – დაახლოებით, 860 ათასი ავტომობილი დაფიქსირდა.

„კერძო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ რა უნდა დავუპირისპიროთ მას? იმას ხომ ვერ გავაკეთებთ, რომ შევაჩეროთ ქალაქის განვითარება, სამშენებლო სამუშაოები და ავკრძალოთ კორპუსების მშენებლობა? ეს წარმოუდგენელია და არასწორი, თუნდაც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რადგან მშენებლობის სექტორი ეკონომიკური განვითარების კომპონენტში ერთ-ერთი მოწინავე მიმართულებაა, დაახლოებით, 30%-მდე უჭირავს, საიდანაც 12% მოდის თბილისზე, ხოლო საბინაო მიმართულებით, დაახლოებით, 7%, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. შესაბამისად, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, რათა მოქალაქეებს სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა მივცეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor