
განცხადება ,,GEO NEWS”-ის სახელით – ვაჩუქოთ მათ ახალი წელი არა მარტო საკვებით, არამედ იმ განცდით, რომ ისინი მარტო არ არიან !
,,GEO NEWS” აცხადებს ჰუმანურ აქციას, რომელიც ახალი წლის ღამეს გაიმართება და მიზნად ისახავს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დახმარებას.
31 დეკემბერს, ღამით, წერეთლის გამზირზე ,,GEO NEWS”-ის გუნდი დააპურებს მიუსაფარ ცხოველებს – მათ, ვისაც ზამთრის სიცივეში ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანის სითბო და ზრუნვა.
ახალი წელი მხოლოდ ადამიანებისთვის არ იწყება. ეს არის თანაგრძნობის, სიკეთისა და პასუხისმგებლობის დრო – დრო, როცა თითოეულმა ჩვენგანმა შეიძლება მცირე ნაბიჯით დიდი ცვლილება მოახდინოს. ერთი თბილი ლუკმა, ერთი კეთილი ჟესტი, ერთი გულწრფელი ქმედება ხშირად სიცოცხლეს ნიშნავს მათთვის, ვისაც ხმა არ აქვს, მაგრამ გულით გრძნობს.
,,GEO NEWS” მოუწოდებს ყველა მსურველს, მიბაძონ ამ მაგალითს და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, სხვადასხვა უბანში დააპურონ მიუსაფარი ოთხფეხა მეგობრები – არ არის აუცილებელი დიდი რესურსი, საკმარისია სურვილი და გულისხმიერება.
ვაჩუქოთ მათ ახალი წელი არა მარტო საკვებით, არამედ იმ განცდით, რომ ისინი მარტო არ არიან.
კეთილგანწყობა გადამდებია – მოდით, ერთად გავავრცელოთ.
,,GEO NEWS”





