• January

    22

    2026
  • 59
  • 0
გრუნის პროფესორის – სოფო კილაძის ინიციატივით, ჟენევაში, ხელოვნური ინტელექტისა და ბავშვის უფლებების შესახებ ერთობლივი განცხადების მაღალი დონის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა

გრუნის პროფესორის – სოფო კილაძის ინიციატივით, ჟენევაში, ხელოვნური ინტელექტისა და ბავშვის უფლებების შესახებ ერთობლივი განცხადების მაღალი დონის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორისა და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის – სოფო კილაძის ინიციატივით, ჟენევაში, ხელოვნური ინტელექტისა და ბავშვის უფლებების შესახებ ერთობლივი განცხადების მაღალი დონის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

60-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი ეს ინიციატივა მიზნად ისახავს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება და გამოყენება ემსახურებოდეს ბავშვთა უფლებების დაცვასა და კეთილდღეობას.

განცხადების შემუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2025 წლის 8–10 მარტს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გამართულმა საერთაშორისო კონფერენციამ, რომელმაც გააერთიანა სახელმწიფოები, გაეროს სტრუქტურები, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოება — მათ შორის, ბავშვები მსოფლიოს ხუთივე რეგიონიდან.

გრუნი ამაყობს თავისი წვლილით გლობალურ პროცესში, რომელიც ქმნის უფრო უსაფრთხო და ბავშვებზე ორიენტირებულ ციფრულ მომავალს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor