• February

    5

    2026
  • 42
  • 0
საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით,გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრი“-ს მიერ აკრედიტებული დაწესებულების სახელით, ავტოტრანსპორტის შემოწმების გარეშე დაამზადეს და გაასაღეს შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალების სისტემის და აირბალონის ინსპექტირების ყალბი სერთიფიკატი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მათ მიერ შემოწმებული ავტოტრანსპორტის აირბალონის სისტემა და აირბალონი შეესაბამებოდა „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილების მოთხოვნებს.

ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, აღნიშნული აკრედიტებული ორგანოს მიერ ჩადენილი ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებისა და აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor