• February

    5

    2026
  • 41
  • 0
დონალდ ტრამპი – ჯო ბაიდენმა ამერიკული ტანკები და თვითმფრინავები ავღანეთში დატოვა

დონალდ ტრამპი – ჯო ბაიდენმა ამერიკული ტანკები და თვითმფრინავები ავღანეთში დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენმა ჯო ბაიდენმა ავღანეთში დატოვა ამერიკული ტანკები და თვითმფრინავები.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ეროვნული ლოცვის საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი სამხედრო ძალები. ჯო ბაიდენმა ამ სამხედრო ძალების პატარა ნაწილი ავღანეთს დაუტოვა. მან დატოვა ტანკები და თვითმფრინავები. მე ვიკითხე, რატომ არ გამოფრინდნენ თვითმფრინავები და მან მითხრა, რომ ამაზე არავინ იფიქრა. თქვა, რომ ძალიან რთულია აღჭურვილობის გამოტანა და მე ვუთხარი, რომ თვითმფრინავს არ შეეძლო გამოფრენა? 150 მილიონ დოლარად შეფასებულ, სულ ახალ თვითმფრინავს? და მან მითხრა, სერ, ჯობია ის დავტოვოთ. რატომ? პასუხი იყო, რომ ეს უფრო ხარჯეფექტურია. ასე რომ, დავტოვეთ სულ ახალი თვითმფრინავი. მე ვთქვი, რომ ეს ხალხი გიჟია, მაგრამ ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენი სამხედროები ასეთი ძლიერები არასდროს ყოფილან. თქვენ ნახეთ „ბი-2“-ის ბომბდამშენები ირანში და ასევე ნახეთ ვენესუელაში“, – განაცხადა ტრამპმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor