• October

    20

    2023
  • 320
  • 0
დათო ლორთქიფანიძე : ზურაბიშვილის განცხადებები პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, ოღონდ რეალობასთან აცდენილია!

დათო ლორთქიფანიძე : ზურაბიშვილის განცხადებები პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, ოღონდ რეალობასთან აცდენილია!

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა – სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებს. როგორ მიმდინარეობდა იმპიჩმენტის განხილვა, რატომ ჩავარდა კენჭისყრა, პრეზიდენტის იმპიჩმენტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინ, რამდენად მართებული იყო და მიიღებს თუ არა ქვეყანა დეკემბერში კანდიდატის სტატუსს ? ამ და სხვა საკითხებზე ,, Geo News” ,, ქართული ოცნების ” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრს, დათო ლორთქიფანიძეს ესაუბრა. 

-პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დასრულდა – კონსტიტუციის დარღვევისთვის იმპიჩმენტი არ შედგა, რადგან 100 დეპუტატი, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერდა არ მოიძებნა. ბატონო დათო, ,,ქართულ ოცნებამ” ხომ იცოდა, რომ იმპიჩმენტი ვერ შედგებოდა, რატომ დაუთმო ამ საკითხს ამდენი დრო ? 

-საქმე იმაშია, რომ პოლიტიკოსობა არაა მოსამართლეობა, უფრო მეტიც, პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებები გათვლილია, თუნდაც ამომრჩეველზე და პირველ რიგში, მის ამომრჩეველზე და თუ აქედან ამოვალთ, მაშინ სავსებით ნათელია, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ( რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ ) კარგად ეცოდინებოდა, რომ 100 ხმა არ იყო, მაგრამ ნახეთ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და ის, რომ პარლამენტში 100 ხმა ვერ მოგროვდა, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში კორექტივს ხომ ვერ შეიტანს, ამომრჩეველს ,,განემარტა”, რომ პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დამრღვევი და ეს დარღვევა გამოიხატება ელენეტარულ საკითხში, ის რომ მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტს არ აქვს უფლება წავიდეს მივლინებით საზღვარგარეთ. ამაზეა საუბარი და სხვა რამეზე არა. საპარლამენტო სახელმწიფოში, რასაც საქართველო წარმოადგენს დღეს, მთავრობა განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს და არა პრეზიდენტი.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეიძლება იყოს პრეზიდენტი და ის დღეიდან მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი. გარდა ამისა, პრეზიდენტი ,,ნაცებთან” თანამშრომლობასა და ქვეყნის საზიანო ქმედებებში დაადანაშაულა… ერთი სიტყვით, ბრალდებები საკმაოდ მძიმეა, როგორია თქვენი შეფასება ?

-ის, რასაც ამბობს, ირაკლი კობახიძე, როგორც პოლიტიკოსი ისიც ამოდის იმ მოცემულობიდან, რაც აღვნიშნე –  საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა პრეზიდენტი კოსტიტუციის დამრღვევად და თუ პარლამენტში ზურაბიშვილის მხარეს დადგა ,,ნაცმოძრაობა”, თავისი განაყოფ-განუყოფლებით ამაზეა საუბარი და დანარჩენი ქვეყნის ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს.

სხვათა შორის, ზურაბიშვილმაც არ დაიხია უკან, მისი ტექსტი საკმაოდ ხისტი იყო –  ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალიო”….

-პრეზიდენტის შეფასება ხელისუფლებასთან მიმართებაში არარელევანტური და მიკერძოებულია. როცა ასეთ ბრალდებებს აყენებს, არგუმენტებიც უპრიანი იქნებოდა მოეყოლებინა. მისი განცხადებები მისი აზრით, პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, ოღონდ რეალობასთან აცდენილია.

ამასობაში, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. უკვე ცნობილია, რომ ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს ნოემბრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს…მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რა მოლოდინი გაქვთ ?

-იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ დღეს მე, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენს სტატუსს მოგვანიჭებენ, უბრალოდ სხვა ყველა გადაწყვეტილება იქნება მორიგი უსამართლობა საქართველოს მიმართ და აღარ მინდა დავუბრუნდე ,, ძველ დროს”, როცა სტატუსი მიანიჭეს ქვეყანას, რომელიც დღესაც კი ,,СНГ” -ს წევრია, მოლდოვას ვგულისხმობ და ის, რომ განსაკუთრებით უკრაინასთანაც მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული, ამას დიდი შერლოკ ჰომსობა არ სჭირდება.

ახლახან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვია. მან თავისი ქვეყნის მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა, აღნიშნა, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს. თქვენი აზრით, მისი ვიზიტი და განცხადებები რა გზავნილია ჩვენი დანარჩენი ევროპელი პარტნიორებისთვის ?

-ვინმეს მოსწონს თუ არა, უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც იტყვიან ,,შუაგული ევროპაა”, ორბანი კიდევ თავის ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს და არჩევნებს იგებს ისე, რომ ,,არავინ უპროტესტებს”და მაშინ, როცა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთიანი თანხმობაა საჭირო სტატუსის მოსანიჭებლად, მგონია, რომ ორბანის მხარდაჭერა მხოლოდ წაადგება ამ საქმეს…

ახლახან, ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას, ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ სტატუსისკენ. მე, ცალსახად მჯერა, რომ ჩვენ სტატუსს მოგვანიჭებენ !

ასევე მინდა გკითხოთ, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის შექმნასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებია, ამ თემაზე ბევრს საუბრობენ…

-ოჩამჩირის ბაზა ახლა არ შექმნილა, ეს აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდიდან მოდის, ხოლო რაც შეეხება, იქაურ დღევანდელობას, მგონია, რომ ესეც რუსული პოლიტიკის ( შიდა მოხმარებისათვის გათვლილი სვლაა ) სულისკვეთებაში სრულად ჯდება და საქართველოს მუდმივ შანტაჟში ყოფნას გულისხმობს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სიტუაციაში, ძველ დროში, თუ მომავალიც რუსეთის იმპერიას აქვს თავისი ინტერესები ჩვენს რეგიონში და ყოველთვის ეცდება ეს ინტერესები თავის სასარგებლოდ გაატაროს და ამ დროს საქართველოს ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველოს თავიდან აარიდოს შეიარაღებული კონფლიქტები და საერთაშორისო ჩართულობით იზრუნოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

და ბოლოს, ჩვენ, ყველა თვალს ვადევნებთ ისრაელზე ,,ჰამასის” თავდასხმებს, საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხთთან მიმართებაში, ბატონო დათო…

-ის, რაც ისრაელში და ღაზას სექტორში ხდება ცალსახად დასაგმობი რეალობაა და ეს გაუთავებელი სისხლის ღვრა ადამიანების: ბავშვების, ქალებისა და მოხუცების  ხოცვა და  მოსახლეობის მიმართ ღირსების შემლახავი მოქმედებები უნდა დასრულდეს მსოფლიო ლიდერების აქტიური ჩართულობით და ეს დროში არ უნდა გაიწელოს, თორემ შეიძლება, ღმერთმა დაგვიფაროს და რეალობა დადგეს ისეთი, რომ მთელი ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალში გახვეული აღმოჩნდეს, რისი ლოკალიზება და შეწყვეტაც შეიძლება წლების მანძილზე ვეღარ მოხერხდეს.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor