• February

    10

    2026
  • 33
  • 0
დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი საფრანგეთის მხრიდან უმაღლეს დონეზე დიალოგის განახლების სურვილს ვერ ხედავს

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი საფრანგეთის მხრიდან უმაღლეს დონეზე დიალოგის განახლების სურვილს ვერ ხედავს

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრანგეთის მხრიდან უმაღლეს დონეზე დიალოგის განახლების სურვილს ვერ ხედავს.

„რუსეთსა და საფრანგეთს შორის მართლაც იყო კონტაქტები, შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ეს, სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, ხელს შეუწყობს უმაღლეს დონეზე დიალოგის სწრაფად დამყარებას. ჯერჯერობით არ მიგვიღია არანაირი მინიშნება იმისა, რომ ასეთი სურვილი არსებობს, თუმცა ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ბატონი მაკრონის განცხადებაზე რუსეთთან ურთიერთობების დამყარების აუცილებლობის შესახებ და ასეთ განცხადებებს დადებითად ვაფასებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა დიალოგს, რომელიც დაეხმარება რთული საკითხების მოგვარებას.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მას სურს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის „ორგანიზება“ ევროპელებთან ერთად, „ძალიან ბევრი თანამოსაუბრის“ გარეშე. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვთან აღადგინა დისკუსიის არხები ტექნიკურ დონეზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor