• February

    10

    2026
  • 74
  • 0
,,როცა ხელმძღვანელი ვერ ხედავს სისხლს, ცრემლს და უსამართლობას, ქვედა რგოლებიც ბრმავდებიან – გიორგი გვარაკიძე კი ამ ფონზე ადამიანობის ეტალონია” – ცნობილი ადვოკატი გენერალური პროკურორის ღირსელ ნაბიჯს აფასებს

,,როცა ხელმძღვანელი ვერ ხედავს სისხლს, ცრემლს და უსამართლობას, ქვედა რგოლებიც ბრმავდებიან – გიორგი გვარაკიძე კი ამ ფონზე ადამიანობის ეტალონია” – ცნობილი ადვოკატი გენერალური პროკურორის ღირსელ ნაბიჯს აფასებს

სამართლიანობის მოლოდინი და პრინციპული ნაბიჯები – პროფესიული აღიარების აქტი

როდესაც საზოგადოებრივი ტკივილი პიკს აღწევს, ხოლო სამართლის ძიება ეროვნულ განგაშად იქცევა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათ ხმას, ვინც სიმართლის სადარაჯოზე წლებია უტეხად დგას.

ცნობილი და გავლენიანი ადვოკატის, პაატა შავაძის წინამდებარე მიმართვა არ არის მხოლოდ ემოციური რეაქცია, ეს არის მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით გაჯერებული შეფასება იმ გარდამტეხი პროცესებისა, რაც გიგა ავალიანის რეზონანსულ საქმეს უკავშირდება.

ბატონი პაატას სიტყვებში იკითხება ის უმთავრესი მოთხოვნა, რასაც დღეს ქართული საზოგადოება ითხოვს :
სამართალი უნდა იყოს არა მხოლოდ აღსრულებული, არამედ დანახულიც.

სისტემა და პიროვნული მაგალითი :

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ადვოკატის პოზიცია გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის მიმართ. იმ ფონზე, როდესაც საგამოძიებო უწყებებისგან საზოგადოება ხშირად მოითხოვს მეტ გამბედაობას, გვარაკიძის მიერ მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება, ბრალის დამძიმების შესახებ, აღიქმება, როგორც :
ჰუმანურობისა და კანონის უზენაესობის სინთეზი : როცა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი არ ემალება პასუხისმგებლობას.

ღირსეული ტრადიციების გაგრძელება : პაატა შავაძე ხაზგასმით აღნიშნავს გიორგი გვარაკიძის ოჯახურ ფასეულობებს, რაც გიორგი გვარაკიძის პროფესიულ პორტრეტს ადამიანურ სიმტკიცეს მატებს.

იმედის დაბრუნება : ადვოკატის შეფასებით, სწორედ ასეთი პიროვნული მაგალითებია იმის გარანტი, რომ ,,ქვედა რგოლები” აღარ ,,დაბრმავდებიან” და სამართალი ყველა კარს მიუკაკუნებს.

ეს წერილი არის ერთგვარი მანიფესტი იმისა, რომ ბრძოლა სიმართლისთვის ყოველთვის შედეგიანია, როდესაც მას პროფესიონალიზმი და მაღალი მორალური სტანდარტები უმაგრებს ზურგს.

პაატა შავაძე : ,,არავის ეგონოს, რომ ბრძოლა დამთავრდა.
ეს არის მხოლოდ დასაწყისი”…

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის სიტყვები – ეს უკვე აღარ არის უბრალოდ ტკივილი. ეს არის განგაში მთელი ქვეყნისთვის.

და აი აქ დგება მთავარი კითხვა :
როგორი გენერალური პროკურორი ჰყავს ჩემს ქვეყანას ?

ზუსტად ისეთი, როგორიც დღეს გვყავს.
აი ამიტომაცაა ასეთი სისტემა.

როცა ხელმძღვანელი ვერ ხედავს სისხლს, ცრემლს და უსამართლობას – ქვედა რგოლებიც ბრმავდებიან.
როცა სათავეში პასუხისმგებლობა არ არის – ვერც სამართალი იბადება.

გიორგი გვარაკიძე კი ამ ფონზე ადამიანობის ეტალონია.

კაცი, რომელიც არ იმალება კაბინეტებში.
კაცი, რომელიც ხმამაღლა ამბობს იმას, რასაც სხვები ჩურჩულითაც ვერ ბედავენ.
სამართლის მებაირახტრე – არა სიტყვით, არამედ მოქმედებით.

ეს ბრძოლა პირადი აღარ არის.
ეს ბრძოლა სახელმწიფოს სახეა.
ან ვდგებით სიმართლის მხარეს,
ან ვრჩებით დუმილის თანამონაწილეები.

და ბოლოს, – ვინც ფიქრობს, რომ ხალხის მოთმინებას საზღვარი არ აქვს, ძალიან ცდება.
სიმართლეს ყოველთვის აქვს დაბრუნების უნარი.
და როცა დაბრუნდება – ყველას მიადგება თავის სახელით…..

კიდევ ერთხელ და ყოველთვის მოვეფერები დემურ გვარაკიძის ღირსეულ ოჯახში აღზრდილ ღირსეულ შვილს ! ჩემს გიორგის”. 

მოამზადა ქეთი ხომერიკმა

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor