
,,კვარაცხელიას საქმე მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია არ იყო, ეს იყო საზოგადოების ტკივილი” – პაატა შავაძე გიორგი გვარაკიძის საქმიანობას აფასებს
,,GEO NEWS” გთავაზობთ გავლენიანი და ცნობილი ადვოკატის, პაატა შავაძის მიმართვას ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის გახსნათან დაკავშირებით.
,,გთხოვთ კიდევ ერთხელ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მადლობა და ღრმა პატივისცემა იმ უმნიშვნელოვანესი პროფესიული და მოქალაქეობრივი საქმისთვის, რაც განხორციელდა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის გახსნით”, – აცხადებს, ბატონი პაატა.
გამორჩეული, სამართლიანი და ღრმა პროფესიონალი ადვოკატი პაატა შავაძე თვლის, რომ ეს საქმე მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია არ იყო, ეს იყო საზოგადოების ტკივილი, სამართლიანობის გამოცდა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საზომი.
პაატა შავაძე : სწორედ ასეთ მომენტებში იკვეთება რეალური ინსტიტუციური ძალა და კონკრეტული ადამიანების როლი.
თქვენი უშუალო ჩართულობა, პროცესის კონტროლი და შედეგზე ორიენტირებული მართვა გახდა გადამწყვეტი ფაქტორი იმისათვის, რომ საქმე არ დარჩენილიყო გაუხსნელი სტატისტიკის რიგებში. მძიმე, ემოციურად დამღლელ და საზოგადოებრივი ინტერესით დატვირთულ გარემოში თქვენ მოახერხეთ სამართლებრივი პროცესის პროფესიონალურ ჩარჩოში დაბრუნება – მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოძიება, დანაშაულის შესაძლი ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და სამართლის გზაზე დაყენება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამ საქმემ მოქალაქეებს დაუბრუნა რწმენა :
რომ სიმართლე შეიძლება დადგინდეს,
რომ დანაშაულს პასუხი მოჰყვება,
და რომ სახელმწიფო სტრუქტურები, სწორი ხელმძღვანელობის პირობებში, რეალურად ემსახურებიან საზოგადოებრივ ინტერესს.
ჩემთვის როგორც მეცნიერისა და როგორც პრაქტიკოსი იურისტისათვს ნათელია – მსგავსი შედეგი ვერ მიიღწევა მხოლოდ ფორმალური მოვალეობის შესრულებით. ამას სჭირდება პროფესიული სიმკაცრე, პრინციპულობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და ადამიანური პასუხისმგებლობა. სწორედ ეს თვისებები გამოჩნდა ამ საქმეში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პაატა შავაძის პოზიცია გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის მიმართ.
პაატა შავაძე : თქვენი საქმიანობა ამ კონკრეტულ ეპიზოდშიც კიდევ ერთხელ იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი გენერალური პროკურორი : შედეგზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი და სამართლის მსახური – არა სტატუსის, არამედ მოვალეობის მატარებელი.
ნიკოს ოჯახისთვის ეს არის მძიმე ტკივილში ნათელი სხივი. საზოგადოებისთვის – სიგნალი, რომ სამართლიანობა ცარიელი სიტყვა არ არის. იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის კი – პრეცედენტი, რომ სისტემაში შესაძლებელია ღირსეული მუშაობა.
გისურვებთ ძალას, გამძლეობას და ჩვეულ პრინციპულობას მომავალშიც.
ასეთი საქმეები ქმნის სახელმწიფოს ავტორიტეტს.
მოამზადა ქეთი ხომერიკმა
,,GEO NEWS”





