
გრუნი – 28 თებერვალს ონლაინ ღია კარის დღეა
გსურს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროფესიად აქციო ?
28 თებერვალს, გრუნის ახალი საბაკალავრო პროგრამის – ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში, ონლაინ ღია კარის დღეა.
შეხვედრის ფარგლებში, გაეცნობი :
როგორ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ბიზნესში
მონაცემთა ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების AI-მოდელებს
მანქანური სწავლებისა და ალგორითმული აზროვნების საფუძვლებს
პროგრამირების ენებსა და პრაქტიკულ პროექტებზე მუშაობის პროცესს
AI-ის როლს მარკეტინგში, ფინანსებში, მენეჯმენტსა და ციფრულ ტრანსფორმაციაში
კარიერულ შესაძლებლობებს საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე
პროგრამის სტრუქტურას, სასწავლო კურსებსა და აკადემიურ გარემოს
გაითვალისწინე – შეხვედრაზე დასასწრებად, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია:
ონლაინ ღია კარის დღეზე დასწრებას კი, შეძლებ ბმულით:
https://forms.gle/YavPUVWaZ2dAB2qx8





