• February

    18

    2026
  • 337
  • 0
ელისო კილაძის დაკავება და მხილებული „შავი პიარის“ მანქანა – ვის დავალებებს ასრულებდა „ქრონიკა+“-ის რედაქტორი, რატომ ცდილობდა ,,GEO NEWS”-ის დისკრედიტაციას და დიდ სურათში სახელმწიფოს საბოტაჟს ?

ელისო კილაძის დაკავება და მხილებული „შავი პიარის“ მანქანა – ვის დავალებებს ასრულებდა „ქრონიკა+“-ის რედაქტორი, რატომ ცდილობდა ,,GEO NEWS”-ის დისკრედიტაციას და დიდ სურათში სახელმწიფოს საბოტაჟს ?

საქართველოს მედიასივრცეში წლების განმავლობაში „სკანდალური ჟურნალისტიკის“ სახელით მოქმედი ელისო კილაძე სამართალდამცავებმა დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ კილაძე მუდმივად ცდილობდა „დამოუკიდებელი მამხილებლის“ იმიჯის მორგებას, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და გამოძიების მასალები სრულიად სხვა რეალობას აჩვენებს – რეალობას, სადაც ჟურნალისტიკა შანტაჟის, პოლიტიკური დაკვეთებისა და კრიმინალური კავშირების იარაღად იყო ქცეული.

ოფიციალური ბრალდება :

რა გახდა დაკავების საფუძველი ?

ინტერნეტში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციითა და საგამოძიებო უწყებების განმარტებით, ელისო კილაძის დაკავება უკანონო ქოლცენტრების ფუნქციონირებას, უკანონო შემოსავლის მიღებას და კონკურენტებზე ზეწოლას უკავშირდება. გამოძიების ვერსიით, ადგილი ჰქონდა სისტემურ შანტაჟს, სადაც კილაძე საინფორმაციო რესურსებს კონკრეტული პირების რეპუტაციული განადგურებისთვის იყენებდა.

იერიში „GEO NEWS“-ზე :

წინასაარჩევნო ტერორი და აბსურდული ბრალდებები :

ელისო კილაძის საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და ბინძური ეპიზოდი უკავშირდება მის თავდასხმას გამოცემა „GEO NEWS“-ზე – მის დამფუძნებელ ქეთი ხომერიკზე, იურისტ ირაკლი კერესელიძეზე და ჩვენს ჟურნალისტებზე.

წინასაარჩევნო პერიოდში კილაძემ მიზანმიმართული კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქეთი ხომერიკს საჯაროდ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, „რუსეთის აგენტს“ უწოდებდა ( მხოლოდ ვლადიმერ ხომერიკთან ნათესაური კავშირის გამო ) .

ირაკლი კერესელიძეს კი აბსურდული და ცილისმწამებლური ეპითეტით – „სერიული მკვლელით“ მოიხსენიებდა.

საინტერესოა, რომ ეს ორკესტრირებული თავდასხმა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც „GEO NEWS“-მა საზოგადოებას ელისო კილაძის რეალური დამკვეთები და ფინანსური ინტერესები გაუშიფრა.

დამკვეთები ჩრდილში :

ნოდარ ჯავახიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი და როგორც დღეს იკვეთება და დასტურდება თავად გრიგოლ ლილუაშვილიც. ამ სამის კრიმინალური ინტერესი ჩვენი გამოცემისა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ სინქრონში მოვიდა და საერთო დანაშაულებრივმა მიზანმა ისინი ჩვენს წინააღმდეგ გააერთიანა.

დიახ, როგორც ირკვევა, კილაძე არ მოქმედებდა საკუთარი ინიციატივით. „GEO NEWS“-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის უკან სამი კონკრეტული ფიგურა იკვეთება. გამოცემის მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ მალევე აჩვენა, რომ კილაძის ერთ-ერთი მთავარი დამკვეთი ჩვენი ძველი „მეგობარი“ ქიზიყელი ბანკირი ნოდარ ჯავახიშვილი და ვირეშმაკა ზაქარია ქუცნაშვილი იყვნენ, რომელთა ბინძური და კორუფციული საქმეები წლების განმავლობაში იყო ჩვენი კვლევის საგანი.

თუმცა, უახლესი ინფორმაციით, კილაძე „GEO NEWS“-ის დამფუძნებელს უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილის დავალებითაც ესხმოდა თავს. ეს კი იმით იყო განპირობებული რომ ლილუაშვილი როგორც ფარული რენეგატი და მოღალატე სწორედ ჩვენი გამოცემის დისკრედიტაციით იყო დაინტერესებული, რადგან ზუსტად იმ დროს, 2024 წლის აქციების მიმდინარეობისას, საჯაროდ ვაცხადებდით, რომ პოლიციელი გმირია და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით სწორედ მშვიდობის პოლიტიკას და ხელისუფლების მყარ სუვერენულ კურსს, რომლის ფარული მგრეველიც, როგორც აღმოჩნდა იყო კიდევაც გრიგოლ ლილუაშვილი. ამ ინტერესების თანხვედრა განაპირობებდა იმ მორალურ ტერორს, რომელსაც კილაძე ახორციელებდა.

კრიმინალური ბანდები და მაღალჩინოსანი მფარველები :

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გასაჯაროებული მასალები კიდევ უფრო ამძიმებს სურათს. ირკვევა, რომ ელისო კილაძე ( რომელსაც საზოგადოების ნაწილი „ელიკსტრაკოს“ სახელითაც მოიხსენიებს ) მჭიდროდ იყო დაკავშირებული ისეთ კრიმინალურ ელემენტებთან, როგორიცაა ძმები მიქაძეების ბანდა.

კილაძის ხელშეუხებლობის ილუზიას კი მაღალი თანამდებობის პირების გავლენები ქმნიდა. გამოძიების მასალებში ფიგურირებენ :

გრიგოლ ლილუაშვილი – სუს-ის ყოფილი უფროსი.
ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი გენერალური პროკურორი.

ამ პირებთან ოპერატიულ კავშირში მყოფი კილაძე ბოროტად იყენებდა მიწოდებულ ინფორმაციას, რათა დაეშანტაჟებინა და გაეშავებინა ღირსეული ადამიანები. პარადოქსულია, რომ ადამიანი, რომელიც სხვებს „აგენტობასა“ და „კავშირებში“ სდებდა ბრალს, თავად აღმოჩნდა კრიმინალური და ძალოვანი სტრუქტურების ჩრდილოვანი გარიგებების ეპიცენტრში.

დასკვნა :

ელისო კილაძის დაკავება მხოლოდ ერთი პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხი არ არის – ეს არის იმ მანკიერი სისტემის ნგრევა, სადაც ცილისწამება და შანტაჟი „ჟურნალისტიკად“ საღდებოდა. „GEO NEWS“-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია კი ამ დიდი კრიმინალური ფაზლის მხოლოდ ერთი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor