• February

    26

    2026
  • 69
  • 0
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 2007 წელს დაბადებული გ.მ. და 2009 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 20 თებერვალს თბილისში მალულად შეაღწიეს ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში, საიდანაც ფული, ძვირადღირებული ოქროს სამკაულები, ასევე, 12 მაჯის საათი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბრალდებულების მიერ მაღაზიისთვის მიყენებულმა ზიანმა, ჯამში, 50 000 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გ.მ. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor