• February

    26

    2026
  • 62
  • 0
ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილით მიმართავს – „შეცვალეთ ანტიუნგრული პოლიტიკა, ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელებს, მაგრამ არ გვსურს ომში მონაწილეობა“

ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილით მიმართავს – „შეცვალეთ ანტიუნგრული პოლიტიკა, ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელებს, მაგრამ არ გვსურს ომში მონაწილეობა“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს უგზავნის, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზელენსკისადმი მიმართვისას ორბანი აღნიშნავს, რომ „ოთხი წლის განმავლობაში თქვენ ვერ შეძელით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრეთის სუვერენული მთავრობისა და უნგრელი ხალხის პოზიციის მიღება“.

„ოთხი წლის განმავლობაში თქვენ მუშაობდით, რომ ჩაგეთრიათ უნგრეთი თქვენს ქეყანასა და რუსეთს შორის ომში. ამ დროის განმავლობაში მიიღეთ ბრიუსელისა და უნგრული ოპოზიციის მხარდაჭერა. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ თქვენ, ბრიუსელი და უნგრეთის ოპოზიცია კოორდინაციას უწევთ ძალისხმევას უნგრეთში პროუკრაინული მთავრობის ხელისუფლებაში მოსაყვანად. ბოლო დღეებში თქვენ დაბლოკეთ ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უნგრეთის ენერგეტიკისთვის. თქვენი ქმედებები არის უნგრეთის ინტერესების წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის უნგრული ოჯახების უსაფრთხო და ხელმისაწვდომ ენერგომომარაგებას. ამიტომ მოგიწოდებთ, შეცვალოთ თქვენი ანტიუნგრული პოლიტიკა. ჩვენ, უნგრელი ხალხი, არ ვართ პასუხისმგებელი იმ სიტუაციაზე, რაშიც უკრაინა იმყოფება. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ არ გვსურს ომში მონაწილეობა. არ გვსურს საომარი ძალისხმევის დაფინანსება და არ გვინდა ენერგიისთვის მეტის გადახდა. მე მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გახსნათ ნავთობსადენი „დრუჟბა“ და თავი შეიკავოთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე შემდგომი თავდასხმებისგან“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor