• February

    27

    2026
  • 182
  • 0
თბილისის გამორჩეულ მერს ვულოცავთ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ მისი მოღვაწეობა ყოველთვის წარმატებული ყოფილიყოს

თბილისის გამორჩეულ მერს ვულოცავთ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ მისი მოღვაწეობა ყოველთვის წარმატებული ყოფილიყოს

ქართველი პოლიტიკოსი, დედაქალაქის მერი, პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვეტერანი სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ღირესეული მამულიშვილი, კახა კალაძე იუბილარია.

გულითადად და დიდი პატივისცემით ვულოცავთ საამაყო და მისაბაძ ქართველს საიუბილეო თარიღს.

ბატონი კახა არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და ინიციატივას უდგას სათავეში. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძლიერი მერია – ლიდერი, რომელიც პასუხისმგებლობით, ენერგიითა და სიყვარულით ემსახურება საკუთარ ქალაქს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია კახა კალაძის ქველმოქმედება. უკვე წლებია, ტრადიციად იქცა, რომ კალანდას, მის მშობლიურ სამტრედიაში, უსახლკარო ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს ჩუქნის. ეს დიდებული ინიციატივა მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერა არ არის, ის ადამიანებისადმი თანადგომის, სოლიდარობისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ნათელი გამოხატულებაა.

ბატონ კახას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებულ საქმიანობასა და ბედნიერი წლების სიმრავლეს. დაე, კიდევ მრავალი წელი ემსახუროს საკუთარ ქვეყანასა და საზოგადოებას ისეთივე სიყვარულით, ერთგულებითა და თავდადებით, როგორც დღეს.

მოამზადა ირაკლი მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor