• February

    27

    2026
  • 71
  • 0
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანას შეუძლია, უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობი ადრიატიკის ნავთობსადენით მიაწოდოს, რათა „დრუჟბის“ მილსადენის შეფერხებით გამოწვეული დეფიციტი შეავსოს

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანას შეუძლია, უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობი ადრიატიკის ნავთობსადენით მიაწოდოს, რათა „დრუჟბის“ მილსადენის შეფერხებით გამოწვეული დეფიციტი შეავსოს

ხორვატიას შეუძლია, უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობი ადრიატიკის ნავთობსადენით მიაწოდოს, რათა შეავსოს „დრუჟბის“ მილსადენით მიწოდების შეფერხებით გამოწვეული დეფიციტი, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა.

პლენკოვიჩის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორივე ქვეყანასთან და ასევე ევროკომისიასთან.

„ხორვატია როგორც მეზობელი, პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, მზად არის უზრუნველყოს როგორც უნგრეთის, ასევე სლოვაკეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეკონომიკის შეუფერხებელი ფუნქციონირება“, – განაცხადა პლენკოვიჩმა.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ადრიატიკის მილსადენს წელიწადში 15 მილიონ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობა აქვს და ეს სრულად დაფარავს უნგრეთის და სლოვაკეთის ერთობლივ მოთხოვნილებას.​​​​​​​​​​​​​​​​

ცნობისთვის, უკრაინაში აცხადებენ, რომ ნავთობსადენი რუსეთის დარტყმის შედეგად დაზიანდა. უნგრეთში ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ეს უკრაინის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor