• February

    27

    2026
  • 74
  • 0
ირაკლი კობახიძე – აქაური აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია ერთი ხელიდან იმართება, რაც სამწუხაროა იმ განსაკუთრებული ისტორიული ტრადიციების ფონზე, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს

ირაკლი კობახიძე – აქაური აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია ერთი ხელიდან იმართება, რაც სამწუხაროა იმ განსაკუთრებული ისტორიული ტრადიციების ფონზე, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს

ბრიტანულ ბიუროკრატიას იგივე ძალები მართავენ, ვინც მართავს აქაურ რადიკალურ ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ევროპულ, ისე ბრიტანულ ბიუროკრატიაში სერიოზული პრობლემებია.

„რეალურად ყველანი ვხედავთ, რომ ბრალდებები იყო აბსოლუტურად აბსურდული. თავისთავად ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელცარიელი მივიდა, ამის კიდევ ერთი დასტურია. რეალურად არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ბრიტანულმა ბიუროკრატიამ გამოიტანა. რაც შეეხება იმას, თუ ინფორმაცია საიდან სად წავიდა, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას. აქედან გამომდინარე, არის მარტივი კოორდინაცია. არის სერიოზული პრობლემები მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში და ანალოგიური პრობლემებია კონკრეტულად ბრიტანულ ბიუროკრატიაში. შესაბამისად, იგივე ძალები მართავენ იქაურ ბიუროკრატიას, ვინც მართავს აქაურ რადიკალურ ოპოზიციას. სხვათა შორის, ამაზე ხშირად საუბრობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი. ის პირდაპირ აცხადებს, რომ ბრიტანულ ბიუროკრატიას დღეს მართავს ე.წ. დიფ სთეითი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალური ომის პარტიას“ და ამის შედეგები არის სახეზე. არის საერთო კოორდინაცია, ადგილობრივი აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია იმართება ერთი ხელიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა იმ განსაკუთრებული ისტორიული ტრადიციების ფონზე, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor